09:48 - 10 May, 2026
|
2022-03-17 12:55:21, 857 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი - მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო, ხალხი გადარჩა
მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო, ხალხი გადარჩა, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატმა, სერხი ტარუტამ განაცხადა. „გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღეს ძლივს კარგი ამბებია მარიუპოლიდან! თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო, დაიწყო ნანგრევების დემონტაჟი. ხალხი ცოცხალი გამოდის!", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი მარიუპლოის დრამატული თეატრის შენობაზე ჩამოაგდო, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. თავშესაფარში შესასვლელი ნამსხვრევებით იყო გადაკეტილი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)