|
2022-03-16 21:53:21, 1094 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტებმა გაანადგურეს მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა
უკრაინაში, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი მიზანმიმართულად გაანადგურეს, რომელსაც ასობით მოქალაქე ბავშვებთან ერთად თავს აფარებდა. უკანასკნელი ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, ზუსტდება. აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური იტყობინება. „დღეს, რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობის თავზე, სადაც მარიუპოლის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ჯერჯერობით, შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბის შეფასება, რადგან ქალაქში გრძელდება საცხოვრებელი უბნების დაბომბვა“, - ნათქვამია განცხადებაში. დაბომბვის შემდეგ, დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი ჩამოინგრა. შენობაში მდებარე ბომბის თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებით ჩაიხერგა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)