17:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 15:43:48, 714 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის” ციფრულ ბანკს უკრაინის დასახმარებლად ახალი ფუნქციონალები დაემატა

“თიბისიმ” გაამარტივა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის პროცედურა. ამისათვის “თიბისის” ციფრულ ბანკს ახალი შაბლონი დაემატა, რომელიც ხელმისაწვდომია სხვასთან გადარიცხვის და სხვასთან მობილურის ნომრით გადარიცხვის გვერდებზე. 

ამას გარდა, IBAN საკნერის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებელმა პირდაპირ გადაიტანოს საქველმოქმედო ანგარიში ციფრულ ბანკში. IBAN სკანერი ანგარიშის ნომერს ფოტოდან აღიქვამს და მომხმარებელს ანგარიშის ნომრის ხელით ამოწერა არ სჭირდება. თიბისის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით თანხის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შეუძლიათ. 

უკრაინელი ხალხის დახმარებლად შექმნილ ანგარიშზე მილიონ ნახევარ ლარზე მეტი შეგროვდა, შეგროვილი თანხა პერიოდულად ირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკში.  კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საქველმოქმედო ანგარიშის ნომრებს: 

GEL #GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
USD | EUR #GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI

“თიბისის” მობაილბანკის აპლიკაციის აიქონი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინის დროშის ფერებით. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics