13:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 11:18:31, 732 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ონკოპაციენტებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში,  იმ სერვისებს გაეცნო, რომლებსაც სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის აფინანსებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრმა, კლინიკის გენერალურ დირექტორ ლაშა ბაზაძესთან და „ავერსის“ დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან ერთად, რადიოთერაპიის დეპარტამენტი, ასევე ინსულტისა და ბირთვული მედიცინის ცენტრები დაათვალიერა.  

ზურაბ აზარაშვილი უახლესი აპარატურის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო, რომელთა საშუალებითაც ონკოპაციენტებს მაღალი სტანდარტის სხივური თერაპიის, ასევე უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. 

"აღნიშნულ სერვისებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ძირითადად, სრულად აფინანსებს, რითაც მაღალტექნოლოგიური მომსახურებები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ხდება მოქალაქეებისთვის. 
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სამინისტრო მზადაა, ახალი პროგრამებიც დაიწყოს, რათა პაციენტებისთვის კიდევ უფრო მეტი სერვისი გახდეს ხელმისაწვდომი." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics