|
2022-03-15 21:21:46, 586 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა კანადის პრემიერსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
რუსეთმა კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოსა და ქვეყნის 312 თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. განცხადების მიხედვით, სანქცირებულთა სიაში კანადის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის მინისტრებიც მოხვდნენ. დოკუმენტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება „იძულებულია, კანადის ამჟამინდელი რეჟიმის აღმაშფოთებელი მტრობის საპასუხოდ, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს“. „იძულებული ვართ ეს ნაბიჯი გადავდგათ კანადის ამჟამინდელი რეჟიმის აღმაშფოთებელი მტრობის საპასუხოდ, რომელიც გასცდა ჩვენს მოთმინებას. ყველა რუსოფობიური შეტევა, იქნება ეს თავდასხმა რუსეთის დიპლომატიურ მისიებზე, საჰაერო სივრცის დახურვასა და თუ ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე, აუცილებლად მიიღებს გადამწყვეტ და არა აუცილებლად სიმეტრიულ პასუხს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)