|
2022-03-15 17:38:06, 592 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხაებით, ოფიციალურ კიევს, უკვე მიეცა იმის შესაძლებლობა, გაეგო, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა უკრაინას არ ეხება. ამის შესახებ მან ლონდონის გაერთიანებულ საექსპედიციო ძალებში, ონლაინ გამოსვლისას აღნიშნა. „გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი, ეს გვესმის, ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა „ღია კარის“ შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი იწყებს ამის გაგებას და იმედი აქვს ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებზე, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა დაბალია. „რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ლვოვის რეგიონს, სარაკეტო დარტყმა ნატოს საზღვრებიდან 20 კმ-ში. რუსულმა დრონებმა მას, უკვე დაარტყეს და დაეცა ალიანსის ტერიტორიაზე“, - შეაჯამა სახელმწიფოს მეთაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)