13:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 13:52:25, 591 ნახვა

საზოგადოება
ჯაბა სირბილაძემ ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს შეხვდნენ. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  სააგენტოში გამართულ მიღებაზე ინდივიდუალურად განიხილეს ყველა იმ ოჯახის საკითხი, რომლებსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, გარკვეული შეკითხვები გააჩნდათ.

"დევნილ ვეტერანთა ოჯახებს, რომლებსაც განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ შესაძლებლობა აქვთ,  ბინა თავად მოიძიონ. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში.  

ამასთან, სააგენტო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებლების მშენებლობის საკითხზე." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics