07:51 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-15 11:27:41, 629 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი - უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება

უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასრულდება, როდესაც რუსეთს ამოეწურება რესურსი მეზობელზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისში, მაისის დასაწყისში, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლოა ბევრად ადრე. ვნახოთ, მე ვსაუბრობ უახლოეს შესაძლო თარიღებზე.", - განაცხადა არესტოვიჩმა.

თუმცა არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ყველაფერი სრულად გიჟური სცენარით გააგრძელოს და ერთთვიანი სწავლების შემდეგ, უკრაინაში ახალი წვევამდელები გაგზავნოს. 

ამასთანავე, არესტოვიჩის თქმით, მშვიდობის შეთანხმების შემდეგაც კი, მცირე ტაქტიკური შეტაკებები შესაძლოა დარჩეს ერთი წლის განმავლობაში, თუმცა უკრაინა დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას თავისი ტერიტორიიდან. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო, რის შესახებაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა და უკრაინაში შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics