07:04 - 10 May, 2026
|
2022-03-14 14:59:03, 838 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, მომდევნო 2-3 კვირა უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, - აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ოკუპანტები გააკეთებენ ყველაფერს, რათა აიღონ მარიუპოლი, შემდეგ კი, ისინი გადაინაცვლებენ უკრაინის აღმოსავლეთში, რათა დაიპყრონ აღმოსავლეთის ჯგუფი. „ჩვენი მთავარი ამოცანაა - შევაჩეროთ ეს მოძრაობა, არ მივცეთ მათ ამის გაკეთების საშუალება და ვაიძულოთ ისინი მძიმე სახმელეთო ბრძოლაზე, სადაც ისინი დამარცხდებიან", - განაცხადა დენისენკომ. მანვე დასძინა, რომ უკრაინისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოს დახმარება საერთაშორისო პარტნიორებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)