06:50 - 10 May, 2026
|
2022-03-14 11:18:49, 737 ნახვა
მსოფლიო
კიევში, ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს ჭური ესროლეს - დაღუპულია მინიმუმ 2 ადამიანი
მედიის ინფორმაციით, კიევში, ობოლონის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს ჭური ესროლეს, რის შედეგადაც, შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნაწილს კი, ხანძარი გაუჩნდა. უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე მისულმა მაშველებმა სასწრაფოდ დაიწყეს მოსახლეობის ევაკუაცია და ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მობილიზებულია ცხრა ერთეული ძირითადი და სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. მათივე ცნობით, ნაპოვნია 2 ცხედარი, 3 ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 9 პირს კი, დახმარება ადგილზე გაეწია. სამაშველო ჯგუფებმა 63 ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)