12:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-12 10:08:45, 10105 ნახვა

მსოფლიო
ატომური ენერგიის სააგენტო - ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია

უკრაინის ბირთვული მარეგულირებლის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

„უკრაინის ბირთვულმა მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განუცხადა: ტექნიკოსებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე; ტერიტორიის გარეთ ელექტროენერგია კვლავ გამორთულია; დიზელის გენერატორებისთვის მიწოდებულ იქნა დამატებითი საწვავი; პერსონალის ცვლილება ჯერ კიდევ არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრანაში შეიჭრა, ჩერნობილის ელექტროსადგურს რუსები აკონტროლებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგეტომ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღარ ჰქონდა წვდომა სადგურის სისტემებთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics