|
2022-03-11 21:59:54, 708 ნახვა
საზოგადოება
ნატა კვაჭანტირაძე - ტურიზმის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება
„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს. ჩვენ წარვადგინეთ ძირითადი ხედვები, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამომავლოდ გააქტიურება. ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობის შენარჩუნება,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა ნატა კვაჭანტირაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებმა დარგის არსებულ ვითარებასა და სამომავლო განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს. ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, მინისტრის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ახალი მარკეტინგული ბაზრების მოძიებასა და იმ ძირითად ასპექტებზე, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს ტურიზმს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)