|
2022-03-11 13:17:52, 479 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ კასკადური ტრენინგები დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას შს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ - სერგი ბზიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებოიმ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ გახსნეს. "სწავლების მიზანს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და მათთან კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. პირველ ეტაპზე, კასკადური სწავლებების პრიორიტეტად განისაზღვრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ. კასკადური ტრენინგების განხორციელების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გადამზადდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2200-მდე თანამშრომელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)