2022-03-11 12:07:30, 900 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინამ სრულად თქვა უარი ოკუპანტი რუსეთისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზე
უკრაინამ სრულად თქვა უარი ოკუპანტი ქვეყნისგან, რუსეთის ფედერაციისგან ბირთვული საწვავის შესყიდვაზზე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოატომი“ ავრცელებს.
„ენერგოატომი სრულად ამბობს უარს რუსული ბირთვული საწვავის შესყიდვაზე“ - აღნიშნულია განცხადებაში.
10 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს კიდევ ერთ „საშინელ ოპერაციას სხვისი დროშის ქვეშ“. მისი თქმით, რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღებზე „ღრმა შეშფოთებას იწვევს“ .
10 მარტის საღამოს რუსულმა სამხედროებმა დაბომბეს ნეიტრონების წყაროს ბირთვული კვლევის ობიექტი, რომელიც ხარკოვში, ფიზიკა-ტექნოლოგიის ეროვნული სამეცნოერი ცენტრის ადგილზე მდებარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,