04:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 11:40:43, 789 ნახვა

ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი კატარის სახელმწიფო კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, მუჰამედ ბინ ბადრ ალ სადაჰს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.

Hassad Food წარმოადგენს კატარის საინვესტიციო საზოგადოების ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მთავარი ფუნქცია კვების და აგრობიზნესის სექტორში ინვესტირება და კატარის სურსათის უსაფრთხოებაა. ნინო თანდილაშვილმა კომპანიის „Hassad Food“ აღმასრულებელ დირექტორს, ინფორმაცია მიაწოდა საექსპორტო პოტენციალის მქონე ისეთი ქართული პროდუქციის შესახებ, როგორებიცაა ქართული თხილი, თაფლი, მინერალური წყლები და ზეთისხილის ზეთი. შეხვედრაზე იმერეთის აგროზონაში შესაძლო ინვესტირების შესაძლებლობაზეც გამახვილდა ყურადღება. Hassad Food-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობაზე.  

აღსანიშნავია, რომ 10-14 მარტს კატარის სახელმწიფოში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა „აგრიტეკი” იმართება, სადაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე კომპანია მონაწილეობს და ათასობით ვიზიტორს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს გამოფენა და ქართული აგროპროდუქტის საექსპორტო პოტენციალს გაეცნოს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics