04:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 13:10:23, 652 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ის ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Vinexpo America” ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს

9-10 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Vinexpo America”  იმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობს. 
ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

„ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, ქართველი მწარმოებლებისთვის ეს გამოფენა კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას ამერიკის შეერთებულ შტატებში", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2021 წელს დაფიქსირდა ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics