03:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 00:56:00, 617 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი რუსეთის შემოთავაზებაზე - შეურაცხმყოფელია, ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კრემლის წინადადება, რუსეთსა და ბელორუსში „ევაკუაციის დერეფნების“ გახსნის შესახებ, „აბსურდული“ და უკრაინელი ხალხისადმი „შეურაცხმყოფელია“.

მან, ასევე მოსკოვს მოუწოდა, რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფლი ქალაქებიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს, „დაუყოვნებლივ“ უსაფრთხოდ დაატოვებინონ ტერიტორია.

„შეურაცხმყოფელია, რომ უკრაინელმა ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო. ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება შემოგვიერთდნენ, რათა მოსკოვს ეს გავაკეთებინოთ. არ არის ევაკუაციის დრო, რომ ორივე მხარეს მოვუწოდებდეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინის ქალაქებიდან უსაფრთხოდ დატოვებისკენ. ეს ბუნდოვანს გახდის იმ ფაქტებს, თუ რატომ არის საჭირო აღნიშნული დერეფნები და ვინ ბლოკავს მათ“, - განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრუსთან შეხვედრის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics