|
2022-03-09 16:03:19, 651 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. უწყების ცნობით, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. "სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს. - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)