11:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 15:46:54, 800 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რადიკალურ ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება

რადიკალური ოპოზიციის ყველა სპიკერს და პარტაქტივის თითოეულ წარმომადგენელს დავალებული აქვს, რომ ნებისმიერი შესაძლებლობისას, რაც შეიძლება მეტჯერ გაიმეორონ, რომ საქართველოს ყავს რუსული ხელისუფლება - განაცხადა „ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, კამპანია წარმოებს როგორც ქვეყნის, ასევე, რაც კიდევ უფრო ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი და ამორალურია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. 

„როგორც ჩანს, მათ მართლაც ყავთ დაქირავებული ლობისტები ამ მიზნის მისაღწევად და გავრცელებული ინფორმაციაც ამასვე ადასტურებს.

უკვე რამდენიმე დღეა მიდის კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ომის დროს რუსეთთან წარმოებს მოლაპარაკებები კონკრეტულ ახალ საკითხებზე სავაჭრო სფეროში, რაც ასევე მდარე ფეიკია. რეალურად რძის ნაწარმთან დაკავშირებით მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში კერძო კომპანიების  მიმართვა გაგზავნილი იყო 2020 წელს და პასუხი ამ მიმართვაზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურმა "რატომღაც" ოთხი დღის წინ გამოაგზავნა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics