02:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 15:07:25, 709 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვას განცხადებით, ცალსახაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „არაადეკვატურ“ მდგომარეობაშია

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების ანალიზი, მათ შორის, ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე ყირიმის საკითხზე, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე, უნდა მოხდეს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არაადეკვატურია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ ხომ ხედავთ, როგორ სპეციფიურ მდგომარეობაში იმყოფება ის, როდესაც გამოდის მიკროფონთან. უკვე სპეციალისტებმა უნდა დაიწყონ გარკვევა, რა ხდება მის თავს. ამიტომ ღრმად და სერიოზულად მისი განცხადებები ანალიზი შეუძლებელია კონკრეტულად ახლა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვამ დასძინა, რომ „ცალსახაა“, უკრაინის პრეზიდენტის მდომარეობა „არაადეკვატურია“.

„და რა მდგომარეობაში რას აკეთებს ის, მეტყველებს იმაზე, რომ არ არის შესაძლებლობა სერიოზულად დაყრდობის მის განცხადებებზე, როგორც ჩამოყალიბებული პოზიციის გამოხატვაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics