16:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 14:34:21, 633 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის 13.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების დასახმარებლად 13,6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

მედიის ინფორმაციით, დახმარების პაკეტიდან ოთხი მილიარდი დოლარი აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების დასახმარებლადაა განკუთვნილი, რომელთაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე ორ მილიონზე მეტი ლტოლვილი შეიფარეს.

„ჩვენ ვაპირებთ მათ მხარდაჭერას ტიანიის, ჩაგვრის,დამორჩილებისა და ძალადობრივი აქტების წინააღმდეგ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთანავე, თანხებიდან 6.7 მილიარდი დოლარი რეგიონში აშშ-ის სამხედრო ძალებისა და კონტიგენტის განთავსებას, ამასთანავე, ამერიკული სამხედრო აღწურვილობის უკრაინაში და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებთან ტრანსფერს მოხმარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics