|
2022-03-09 10:59:37, 645 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ
ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით, მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მჭიდროდ იმუშავა და გარკვეული სიმულაციები, პროგნოზები გაკეთდა, ასევე შიდა ანალიზები, დაშვებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რთულ სცენარებს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან და სანქციების სიმძიმიდან გამომდინარე. „სწორედ ასეთ დროს, საჭიროა მთავრობის ქმედითი გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ, ასევე გვქონდეს განვითარების შესაძლებლობები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლო დანაკარგებზე, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკომპენსაციო ღონისძიებები. ეს შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რთული გადაწყვეტილება იყოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების ნაწილის გამოყენება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ სხვა სექტორების გააქტიურებას ვხედავთ, როგორიც არის, მაგალითად, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკური მომსახურებები, რითაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს კორიდორი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბევრი სავაჭრო პარტნიორისთვის პრიორიტეტულია, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტაბილური ალტერნატივა. „მსგავსი სხვადასხვა შესაძლებლობით, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმ დანაკარგების კომპენსირებას, რომელიც შესაძლოა იყოს და რაზეც ჩვენ გვექნება ოპერატიული, მყისიერი რეგირება. პროცესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად იცვლება მოვლენები, ამიტომ ჩვენ მზად და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადეკვატური პასუხები გვქონდეს ყველა გამოწვევაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)