01:41 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 14:43:53, 589 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში

რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღეში უკრაინაში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე მე-13 დღეა ვიბრძვით, ვანადგურებთ ოკუპანტებს ყველგან, სადაც შეგვიძლია, მაგრამ არსებობს ცა, ასობით რუსული საკრუიზო რაკეტა. ოკუპანტების ასობით საბრძოლო თვითმფრინავი. ასობით ვერტმფრენი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ. რუსეთს ბოლო 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი საავიაციო ტექნიკა, რამდენიც ამ 13 დღის განმავლობაში უკრაინაში", - განაცხადა ვოლიდიმირ ზელენსკიმ.

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს კიდევ აქვს საკმარისი მანქანები უკრაინელების მკვლელობისთვის. 

„ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები ტერორისთვის. ხუთას კილოგრამიანი ბომბები ჯერ კიდევ საკმარისად აქვთ, რომ ჩამოაგდონ ჩერნიგოვისა და კიევის თავზე, ოდესასა და ხარკოვზე, პოლტავასა და ჟიტომირზე, ათეულობით უკრაინის ქალაქზე, მილიონობით მშვიდობიან უკრაინელი მოქალაქეზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics