01:41 - 10 May, 2026
|
2022-03-08 15:35:16, 947 ნახვა
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპლის „ჰუმანიტარული დერეფანი“ დაბომბეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ რუსმა საოკუპაციო ძალებმა ქალაქ მარიუპლსა და ზაპორიჟჟიას შორის მდებარე ჰუმანიტარული დერეფანი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ BBC News იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქში, თითქმის ერთი კვირაა წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, ადგილობრივებს საკვების მარაგიც ეწურებათ. ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და ზაპორიჟჟიაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, რვა სატვირთო მანქანა და 30 ავტობუსი გაიგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)