17:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 13:55:05, 533 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ევროპაში დამატებით 500 სამხედროს გაგზავნის ბრძანება გასცა

აშშ-ის  თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, ევროპის სხვადასხვა ნაწილში, ნატო-ს მოკავშირეების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ჯარებისა და აშშ-ის სამხედრო აქტივების განლაგების ბრძანება გასცა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

თავდაცვის დეპარტამენტის ახალი განლაგება 500 სამხედროს განლაგებას გულისხმობს, ამასთანავე, ის მოიცავს KC-135-ის საწვავის შემავსებელი თვითმფრინავების გაგზავნას, - განუცხადა ჟურნალისტს აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა, თუმცა თვითმფრინავების კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია. 

CNN წერს, რომ საჰაერო მარდაჭერის ოპერტიული ცენტრიპოლონეთსა და რუმინეთში განლაგდება, ხოლო განკარგულების კომპანია და ტექნიკური კომპანია გაიგზავნება გერმანიაში. ისინი უზრუნველყოფენ დამატებით ლოგისტიკურ დახმარებას პირველი ჯავშანტექნიკის საბრძოლო გუნდისთვის. 

„ეს არის მხოლოდ 500 სამხედრო, მცირე ქვედანაყოფილები, ძალების განლაგების დაწყებისას ჩვენ ვთქვით, რომ ამ გამოვირცხავთ დამატებითი ძალების შეყვანას. ეს ძალები უჭერენ მხარს იმათ, რომლებიც უკვე გაგზავნილები არიან", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. 

ამასთანავე, თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დამატებითი განლაგების ჩათვლით, აშშ-ს ახლა ჰყავს დაახლოებით 100 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, როტაციული ან მუდმივი ბრძანებით, ევროპაში განლაგებული. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics