|
2022-03-07 17:26:35, 902 ნახვა
საზოგადოება
მოზარდებმა „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
თბილისის მერიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef), მხარდაჭერით მოზარდებთან „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ თბილისის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაცია ჩაატარა. ღონისძიება ნაძალადევის მედიათეკაში გაიმართა. სამოქმედო გეგმის ირგვლივ მოზარდთა ჩართულობით დისკუსია უკვე მეორედ იმართება. პირველ მარტს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კონცეფციაზე 14-15 წლის მოზარდებმა იმსჯელეს, დღეს კი საკითხი 16-17 წლის ასაკის ბავშვებმა განიხილეს. უწყების ცნობით, ბავშვებთან კონსულტაციები უკვე ჩატარდა ქუთაისსა და ბათუმში. ბავშვებთან კონსულტაციის დროს, მათი იდეებისა და შეფასებების შესახებ კეთდება ჩანაწერები, რომელიც მოგვიანებით „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ სამუშაო ჯგუფს რეკომენდაციების სახით მიეწოდება. შეხვედრა არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდა. ბავშვზე მორგებული მეთოდებით და საშუალებებით მოხდა მათ მიერ მოსაზრებების გამოხატვის წახალისება. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, შინაარსს და შუქნიშნის პრინციპით შეაფასეს გეგმაში შეტანილი ღონისძიებები. ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის შეფასება; ბავშვთა უფლებების ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება; ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება, ჩართულობა, მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)