|
2022-03-06 16:44:49, 975 ნახვა
საზოგადოება
ბანკების ასოციაცია - დღეიდან, საქართველოში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება
საქართველოს საბანკო ასოციაცია რუსეთში დაწესებული სანქციების შედეგად Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეჩერებას ეხმიანებიან და განხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. "გაცნობებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში, დღეს VISA და Mastercard-მა შეწყვიტეს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების მომსახურება. შედეგად, ერთის მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე გეცემული VISA და Mastercard ბარათები არ იმუშავებს საზღვარგარეთ. ხოლო, მეორეს მხრივ, რუსეთის ტერიტორიაზე არ იმუშავებს სხვა ქვეყნებში გაცემული VISA და Mastercard ბარათები. დღეიდან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ბანკომატებში და პოსტერმინალებში შეუძლებელი ხდება რუსეთში გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენება - აღნიშნული ბარათების მფლობელები ვერ შეძლებენ თანხის განაღდებას და/ან ბარათით სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებში გადახდას. ანალოგიურად, საქართველოში მოქმედი სავაჭრო ობიექტები ვეღარ მოემსახურებიან რუსეთის ტერიტორიაზე გაცემულ VISA და Mastercard ბარათებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ეზღუდებათ სხვა ქვეყნის ტერიტორიზე გაცემული VISA და Mastercard ბარათების გამოყენებაც,"- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)