|
2022-03-05 14:37:58, 567 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან
ჯორჯიან ბასი, ომნიბუსი, სმარტი, დანკინი, მეამა ქოლექთი, ბასკინ რობინსი, მედ დიაგნოსტიკა, იუნიქი, კოფისტა, - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან. "მარტის თვის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას ქუთაისის აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ. უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც გადაადგილდება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ან ჩამოფრინდება აეროპორტში და საქართველოს სხვა ქალაქში გეგმავს გამგზავრებას, ჯორჯიან ბასი და ომნიბუსი უფასო ტრანსპორტირებას შესთავაზებენ. უკრაინის მოქალაქე მგზავრებისთვის ქუთაისის აეროპორტში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ტესტირებაCOVID 19-ზე, უფასო ცივი, ცხელი სასმელები და საკვები. აქციის დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებოდ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივითა და მისი პარტნიორი კომპანიების უშუალო ჩართულობით დაიგეგმა, გთხოვთ მიმართოთ ქუთაისის აეროპორტის ქოლ ცენტრს 0431237000. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, ამ უმძიმეს დღეებში სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის მოქალაქე მგზავრებს მაქსიმალურად ეხმარება. " - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)