|
2022-03-04 17:46:42, 473 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო, ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია არცელებს.. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენების, ასევე ბუნებრივი აირის მილების დაზიანების ფაქტები. ხის ტოტების მტვრევამ გამოიწვია კერძო ავტომობილების დაზიანება. "საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდგომ მოხდება. ამ დროისთვის, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ათივე რაიონში, გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)