|
2022-03-04 16:17:46, 635 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო - მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე
„საფრანგეთი უკრაინის ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმას მკაცრად გმობს“, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა ბრიუსელში განაცხადა. „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, რუსეთს ამ სახის თავდასხმის შეწყვეტა მოსთხოვოს“, - დასძინა ჟან-ივ ლე დრიანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე „ტვიტერ“-ზეც განაცხადა, რომ IAEA-ს ინიციატივებს უკრაინის სამოქალაქო ბირთვული ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგთან დაკავშირებით, იგი მხარს სრულად უჭერს. „წუხელ დაბომბვები, რომლებიც ზაპორიჟჟიას ელექტროსადგურზე მოხვდა, საშიში და მიუღებელია“, - წერს იგი Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არნიშნულთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ რუსეთის მცდელობები მასიური ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მიზნით არის „ტერორის უპრეცედენტო დონეზე“. „რუსული ტანკები სადგურის მიმართულებით პირდაპირი ცეცხლით ისროდნენ“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ასევე, პარალელები გაავლო 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფასთან, „მსოფლიოში ყველაზე უარეს ატომურ ავარიასთან“, მაგრამ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ზაპორიჟზიაში მდებარე რომელიმე რეაქტორი, დაბომბვის შედეგად დაზარალდა. ამის შესახებ CNN იუწყება.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)