|
2022-03-03 12:04:46, 598 ნახვა
მსოფლიო
ალექსეი რეზნიკოვი - ერთ კვირაა უკრაინა ოკუპანტებს ებრძვის, არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთში, რომ გავძლებდით
არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთში, რომ უკრაინა გაძლებდა. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი Facebook-ზე წერს. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება და უკრაინა გამარჯვებასთან ახლოს არის. ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც კი მიფიქრია კვირაში რამდენი საათია? 168 - აღმოჩნდა. უკვე მთელი კვირაა უკრაინა ოკუპანტებს ებრძვის. არავის სჯეროდა არც რუსეთში და არც დასავლეთშიც რომ უკრაინა გაძლებდა. მხოლოდ უკრაინას და უკრაინელებს სჯეროდათ. 24 თებერვალს, უკრაინელების მხოლოდ ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე ფიქრობს უკრაინელების 90%. ეს ჩვენი ჯარისკაცების გმირობის შედეგია. ეს ჩვენი პროფესიული მოქმედებების შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები ფრონტს იკავებენ, ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის. ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარებას ვიღებთ. მებრძოლებმა ბევრ სფეროში თავი ბრწყინვალედ გამოიჩინეს. ჩვენი საჰაერო ძალები უკვე ლეგენდები არიან. მედესანტეები, ქვეითები, არტილერია - ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა - იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ისე გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!" - წერს რეზნიკოვი.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)