|
2022-03-02 20:33:36, 878 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაუყოვნებლივ წარვადგენთ
„ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, 3 მარტს ოფიციალურად წარედგინება. „მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ. „ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის საბჭოს წევრებთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართულმა ოცნება“-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს. მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს, საქართველოს ხელისუფლების სახელით, ხვალ ოფიციალურად წარედგინება. მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურბს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)