21:58 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 19:32:28, 704 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - ტაჯიკეთი და ყირგიზეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დაეხმარებიან

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალნურ მუსაევმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა დათმეს პოზიციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზეწოლის შედეგად და მას უკრაინის წინააღმდეგ დახმარებას გაუწევენ ომში.

ალნურ მუსაევმა თქვა, რომ კონფიდენციალურ დონეზე ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა გამოთქვეს მზადყოფნა, სამხედრო დახმარება გაუწიონ რუსეთის ფედერაციას.

სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა, ისევე როგორც ნაწილობრივ რუსული კონტინგენტი, ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციაში ომში გამოსაყენებლადაა ექსპორტირებული. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება.

რუსეთი ასევე ახორციელებს უპრეცედენტო ზეწოლას ყაზახეთზე, რათა მხარი დაიჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბოლო განცხადებების თანახმად, მუსაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ასევე მზადაა, რუსეთს დახმარება გაუწიოს საიდუმლოდ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics