14:08 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 19:24:09, 909 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია - რუსთავის ციხის ბადრაგმა სააკაშვილს აგინა, მის ადვოკატს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დასაჯეთ ეს ნაძირალა

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს“, - ამის შესახებ საქართვლოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუწყება.

მომხდართან დაკავშირებით, იგი ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს.

„ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!

ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი!“, - წერს ნიკა გვარამია facebook-ზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics