14:10 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 13:57:30, 742 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან ომის მალე დასრულება და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს.

„ზელენსკის განცხადების შეფასებისგან  თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 

„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“-განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ რთულ ვითარებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics