22:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 11:07:17, 855 ნახვა

მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს - პოლიციისა და უნივერსიტეტის შენობებს ცეცხლი უკიდია

რუსმა ოკუპანტებმა 2 მარტს, დილით, ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ ოკუპანტებმა მორიგი საჰაერო დარტყმა ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის სამმართველოზე განახორციელეს, ამასთანავე, ცეცხლი უკიდია უნივერსიტეტსაც.

სახლმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლებსაც მოედო და არსებობს საფრთხე, რომ ის ფართოდ გავრცელდეს.

„ადგილზე მუშაობენ მაშველები, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება", - აცხადებენ უწყებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 2022-2026 წლების უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ მონაცემების დეკლასიფიკაციის ბრძანება გასცა
ვაზისუბანში ხანძარს ქალი ემსხვერპლა
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics