|
2022-02-28 23:50:40, 702 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პროევროპულობას საქმით და არა ყალბი განცხადებებით
„ჩვენ ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვმოქმედებთ იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, ბუნებრივია, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის ორიენტირებული დაყვედრებაზე და ადამიანებს და მეგობარ სახელმწიფოებს ყოველ წამს არ ახსენებს გაწეული დახმარების შესახებ. იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის ქმედებებსაც გამოეხმაურა და უკრაინის ნაცვლად შიდაპოლიტიკურ საკითხებზე დისკურსის გადმოტანას „ძალიან სამწუხარო" უწოდა. მინისტრმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა და მკაფიოდ განმარტა, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განცხადებების ნაცვლად, საქმით დამტკიცდა ქვეყნის პროევროპული კურსისადმი ერთგულება. „სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში კონსტიტუციაში იქნა მიღებული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც გაჩნდა კონსტიტუციაში მუხლი 78 და სწორედ ამ კონსტიტუციურმა ჩანაწერმა მისცა დავალება ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ღონისძიება, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანო ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში. აი აქ გამოხატა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი ნება", – აღნიშნა მინისტრმა. რატი ბრეგაძემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების" პირობებში საქართველომ უკვე მოიგო ორი უმნიშვნელოვანესი სარჩელი: „სწორედ „ქართული ოცნების" პერიოდში მოიგო საქართველომ საქმე უკანონოდ დეპორტირებულებზე და რუსეთის ფედერაციას დაეკისრა ვალედებულება, გადაიხადოს 10 მილიონი ევრო... საქართველომ მოიგო ე.წ ომის საქმე, რომლის თანახმადაც პირველად გაჩნდა საერთაშორისო დოკუმენტებში ჩანაწერი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი". მინისტრი ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ დავა სტრასბურგის სასამართლოში გრძელდება და მას ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს. იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ევროპასთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის:
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)