|
2022-02-28 23:20:37, 633 ნახვა
საზოგადოება
აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამეგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა. ამბის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა. აჭარის მთავრობას აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან და ჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება. ,,მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთვებიან ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსები უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებიდან 200 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა უკრაინელი ვიზიტორების მასპინძლობისა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)