|
2022-02-28 18:50:03, 763 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - აშშ მიესალმება უკრაინის მიმართ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას
„აშშ მიესალმება უკრაინის მიმართ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას" - ამის თაობაზე საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ - დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის აღინიშნა უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების, ისევე როგორც საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერის მნიშვნელობა. „ასევე უნდა აღინიშნოს ქართველი ხალხის, ბიზნეს წრეებისა და მთავრობის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უკრაინელი მოქალაქეების, მათ შორის, თბილისში, საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერა."- აღნიშნა კელი დეგნანმა. აშშ-ს ელჩი ასევე მიესალმა საგარეო უწყების მხრიდან მრავალხმრივ და ორმხრივ ფორმატებში უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას: „ჩვენ უაღრესად მივესალმებით მინისტრ დავით ზალკალიანისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს, ასევე მათ მიერ გაჟღერებულ მკაფიო მხარდაჭერას ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სადაც საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები." კელი დეგნანის თქმით, რუსეთს არ გააჩნია უფლება ვეტო დაადოს ისეთი ქვეყნების მომავალს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო. „ჩვენ ერთიანნი ვართ იმ პრინციპებთან მიმართებაში, რომლებიც ბოლო სამოცდაათის წლის განმავლობაში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. რუსეთის მიმართ მკაფიო მესიჯი უნდა იყოს ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ." „- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. ამასთან, როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა ვაშინგტონში მის მიერ გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ გაჟღერდა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ და აღინიშნა ამ გზაზე სვლის გაგრძელების მნიშვნელობა. მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მუშაობას და მჭიდრო კოორდინაციას საქართველოსთან.
„საწვავის კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება“ - ВЦИОМ პუტინის მოწონების რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა ბოლო რვა წლის განმავლობაში
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)