|
2022-02-28 16:35:18, 405 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯის შემცირების მიზნით ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება
პირველი მარტიდან, მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტისთვის, რეცეპტის გამოწერა, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ მოხდება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მეორე ჯგუფის მედიკამენტები რეცეპტით გაცემას 2014 წლიდან ექვემდებარება. აქამდე დოკუმენტი იწარმოებოდა როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონული სახით. "აღნიშნული ცვლილების მიზანი ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა და მედიკამენტების ფასების შემცირებაა. გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვისას მოქმედებს გამონაკლისი და პრეპარატების გაცემა ხდება რეცეპტის გარეშე. ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე - (აქ ჩამონათვლის ლინკი ჩაისმება) აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფაა, რაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასების დაწესებას განაპირობებს და პოლიფარმაციის ანუ წამლების ჭარბად დანიშვნის კონტროლს გაამკაცრებს." - წერია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)