|
2022-02-27 17:49:10, 843 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - დელეგაცია რუსეთს მოლაპარაკებებისათის უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება
უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. როგორც ზელენსკი წერს, ბელარუსის პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება. "ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე შეხვდება უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში. ალექსანდრ ლუკაშენკომ აიღო ვალდებულება იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება",-წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელორუსიაში ჩავიდა და მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმერ ზელენსკი, რომელმაც დასძინა, რომ კიევი თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებებზე ნებისმიერ ქვეყანაში, ოღონდ არა მინსკში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)