17:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 09:11:08, 628 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ჯარს მიმართა - სად არიან ყველა, ვინც კიევის აღებას დაპირდა 2 საათში?

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განუცხადა, თუ როგორ უკუაგდებს უკრაინის არმია დამპყრობლებს 72 საათის განმავლობაში.

მისი განცხადება, ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

"სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ყველა, ვინც კიევის აღებას დაპირდა 2 საათში? სად არიან? მე მათ არ ვხედავ. მხოლოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს. ყველა შეუპოვარია მესაზღვრეები, თავდაუზოგავი მაშველები, სანდო პოლიციელები, დაუღალავი სამედიცინო ანგელოზები, ყველა, ვინც ასრულებს თავის მოვალეობას.
მე ვხედავ ათასობით და ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც აიღეს იარაღი, შეუერთდნენ ტერიტორიულ თავდაცვის რიგებს და იბრძვიან. მათი შვილებისა და შვილიშვილების მომავლისთვის. მათთვის, ვინც უყვართ. მათი წინაპრების ხსოვნისათვის. თქვენი სახელმწიფოსთვის. ყველა გვხედავს, მთელი მსოფლიო! წინ კიდევ ბევრი გამოცდაა. მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი გამარჯვების“, - წერს რეზნიკოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics