|
2022-02-26 17:47:21, 766 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლების მიერ უკრაინის მიმართულებით ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე გადარიცხული თანხების საკომისიოს სრულად დაფარავს
“თიბისი“ ბანკის გადაწყვეტილებით, „თიბისის“ მომხმარებლების მიერ უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე, ქველმოქმედების დანიშნულებით გადარიცხული თანხების საკომისიოს ბანკი თავად დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებობს ალბათობა, შექმნილი ვითარება გამოყენებულ იქნეს თაღლითების მიერ, ასევე ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ანგარიში. „ჩვენი რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა საბანკო გადარიცხვისას დანიშნულებაში საქველმოქმედო ფონდის შესაბამისი აღნიშვნა - ქველმოქმედება/Donation გამოიყენონ. ამ ანგარიშზე გადარიცხულ თანხაზე ჩამოჭრილი საკომისიო თიბისის მომხმარებლებს უკან დაუბრუნდებათ. ციფრული არხებით გადარიცხვისას მომხმარებლებს ვურჩევთ, მიუთითონ შესაბამისი აღნიშვნა - (Sha). არსებობს ალბათობა, შექმნილი ვითარება გამოყენებულ იქნეს თაღლითების მიერ, ასევე ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი და ყალბი ანგარიში. მომხმარებლების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს ვურჩევთ, დარწმუნდნენ მონაცემების ნამდვილობაში და გამოიყენონ უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული საბანკო ანგარიშები. შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მიმღებმა თანხა სრულად ვერ მიიღოს, რაც დაკავშირებულია შუამავალი ბანკების საკომისიო გადასახადთან. ასეთ შემთხვევებზე სს „თიბისი ბანკი“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. უკრაინის ეროვნული ბანკის სპეციალური ანგარიშის ნომერი: Bank of Beneficiary: National Bank of Ukraine, SWIFT: NBUAUAUX Beneficiary Account Number: UA843000010000000047330992708 Beneficiary: National Bank of Ukraine“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)