21:50 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 11:04:53, 2207 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 926 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 408 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 518 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 598 172.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.38%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 27.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 909 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 477 481-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 097 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 236 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 619 შემთხვევა, აჭარა - 371, იმერეთი - 1 019, ქვემო ქართლი -309, შიდა ქართლი - 427, გურია - 293, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 468, კახეთი - 402, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 124, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 67.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 104 568.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics