20:36 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 17:37:34, 740 ნახვა

ეკონომიკა
ჯპს და ფარმადეპო უკრაინის მოქალაქეებისთვის 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ

სააფთიაქო ქსელები ჯპს და ფარმადეპო საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფენ. 

როგორც კომპანიებში განმარტეს, ჩვენს ქვეყანაში მყოფი უკრაინის თითოეული მოქალაქე სააფთიაქო ჰუმანიტარული დახმარების სახით 100-ლარიანს ვაუჩერს მიიღებს.

„მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ, მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის  ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები, განსაკუთრებით განვიცდით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გვსურს, მისი მოქალაქეების მხარდასაჭერად მცირედი წვლილი შევიტანოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენც გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ,“ - ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში. 

მათივე განმარტებით, ვაუჩერის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებმა ჯპს-სა და ფარმადეპოს ფილიალებში  მხოლოდ პასპორტი უნდა წარადგინონ.

„ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიებიდან შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics