|
2022-02-24 15:33:18, 529 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს
მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტმა მიმართა საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, რომ ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. „მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას, მთავრობას, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანმობა და ერთსულოვნება, ძალა ერთობაშია! საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერი ფორმატი, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ ყველამ ერთად გამოვხატოთ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო , როგორც კონსტიტუცია მაძლევს უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)