|
2022-02-24 15:18:17, 580 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხს ხელს მოაწერს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს მოაწერს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრიდან, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც კონსტიტუციას შეესაბამება, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამე თუ უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა, რომ საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გარშემო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)