|
2022-02-24 13:37:38, 783 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ. სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს თხოვს გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. „24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამასთან უწყება კიევსა და ოდესაში საელჩოს საკონტაქტო ინფორმაციასაც ავრცელებს: საქართველოს საელჩო, კიევი: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50; +380 (93) 544 01 47; გენერალური საკონსულო, ოდესა: + 380 (63) 176 75 55; +380 (93) 761 17 17; საგარეო საქმეთა სამინისტრო: +995 (32) 2 94 50 50
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)