05:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 09:46:27, 655 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დარჩით სახლში, ყველაფრისთვის მზად ვართ, გავიმარჯვებთ!

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს  სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, თავდაცვის და უსაფრთხოების მთელი სექტტორი მუშაობს და უკრაინა ყველაფრისთვის მზად არის.

„ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს დილით პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთმა დაარტყა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და ჩვენს მესაზღვრეებს. უკრაინის ბევრ ქალაქში ისმოდა აფეთქებები. ვაწესებთ საომარ მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

აშშ-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. პანიკის გარეშე. ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან უკრაინელები ვართ. დიდება უკრაინას!,“- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics