|
2022-02-23 18:29:28, 538 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა სააკაშვილის გადაცემა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისთან განაცხადა, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ხაბეიშვილის თქმით, სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და საჭიროა მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გაყვანა. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამაზე საუბრობენ კონსილიუმის წევრი ექიმებიც, საუბარი არ არის იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ან წარმომადგენლებმა მოვიფიქრეთ რამე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გამომდინარეობს ექიმების რეკომენდაციიდან. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინულმა მხარემ მოსთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემა, თუ ეს ასე არ არის ღარიბაშვილმა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება, მეტსაც გეტყვით, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით ემალება პრეზიდენტ ზელენსკის. ამ დრომდე რუსეთის მთავარი მტერი და უკრაინის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ აყვანილი და რომელ მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ? “, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)